ბადრიჯანი ნივრით
მასალა:
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი, ისე რომბადრიჯნის ყველა ნაჭერზე თანაბრად გავანაწილოთ. ერთი საათის შემდეგ გავწუროთ. გაწურული ბადრიჯანი ზეთიან ცხელ ტაფაზე დავაწყოთ და შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი ბადრიჯანი გადავიტანოთ თეფშზე. ამის შემდეგ წამოვადუღოთ ძმარი, ძმარს დავუმატოთ დანაყილი ნიორი და მოვასხათ თეფშზე გამზადებულ ბადრიჯანს. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მწვანე და თავი ხახვი.
გემრიელად მიირთვით!
- 1 კგ. ბადრიჯანი
- 1 თავი ნიორი
- 3 თავი ხახვი
- მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მწვანე ხახვი)
- 50 გ ძმარი
- ზეთი და მარილი საჭიროებისამებრ
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი, ისე რომბადრიჯნის ყველა ნაჭერზე თანაბრად გავანაწილოთ. ერთი საათის შემდეგ გავწუროთ. გაწურული ბადრიჯანი ზეთიან ცხელ ტაფაზე დავაწყოთ და შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი ბადრიჯანი გადავიტანოთ თეფშზე. ამის შემდეგ წამოვადუღოთ ძმარი, ძმარს დავუმატოთ დანაყილი ნიორი და მოვასხათ თეფშზე გამზადებულ ბადრიჯანს. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მწვანე და თავი ხახვი.
გემრიელად მიირთვით!
რატატუი
მასალა:
სიგრძეზე ოთხად გაჭრილი ბადრიჯანი მსხვილად დაჭერით. წვრილად დაჭერით წიწაკა. ზეთში მოშუშეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ყაბაყი და ბადრიჯანი, ნიორი, სუნელები და ჩაასხით 1/2 ჭიქა წყალი.
ბოლოს ჩაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი, დაახურეთ ხუფი და შუშეთ ისევ 20 წუთის განმავლობაში.
მიირთვით შემწვარ ხორცთან, თეთრ პურთან და წითელ ღვინოსთან ერთად.
- 3 ცალი დიდი ბულგარული წიწაკა
- 2-3 ცალი პატარა ყაბაყი
- 2 თავი ხახვი
- 2-3 ცალი ბადრიჯანი
- თითო ძირი ძირა და რეჰანი
- 5 ცალი პამიდორი
- გემოვნებით – ოხრახუში და მარილი
სიგრძეზე ოთხად გაჭრილი ბადრიჯანი მსხვილად დაჭერით. წვრილად დაჭერით წიწაკა. ზეთში მოშუშეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ყაბაყი და ბადრიჯანი, ნიორი, სუნელები და ჩაასხით 1/2 ჭიქა წყალი.
ბოლოს ჩაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი, დაახურეთ ხუფი და შუშეთ ისევ 20 წუთის განმავლობაში.
მიირთვით შემწვარ ხორცთან, თეთრ პურთან და წითელ ღვინოსთან ერთად.
კომბოსტოს სამარხვო სალათა
მასალა:
კომბოსტოს ფოთლები წვრილად დაჭერით, გარეცხეთ, მარილი მოაყარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ ხელით, მოასხით ზეთი და ძმარი, შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა და ხახვი, სურვილისამებრ სამარხვო მაიონეზიც და გახეხილი სტაფილო დაუმატეთ.
- 1/2 კილოგრამი კომბოსტო
- 3 ცალი სტაფილო
- 4 სუფრის კოვზი ზეთი
- 2 სუფრის კოვზი ძმარი
- გემოვნებით – მარილი
- 1 ცალი ხახვი
- 1 კონა მწვანილი
კომბოსტოს ფოთლები წვრილად დაჭერით, გარეცხეთ, მარილი მოაყარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ ხელით, მოასხით ზეთი და ძმარი, შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა და ხახვი, სურვილისამებრ სამარხვო მაიონეზიც და გახეხილი სტაფილო დაუმატეთ.
ჭარხლის სამარხვო სალათა ტყემლით
მასალა:
მოხარშული ჭარხალი გაფრცქვენით და ფირფიტებად დაჭერით. ფენა-ფენა მომინანქრებულ ჭურჭელში ჩააწყვეთ. თითოეულ ფენას მოასხით ტყემლის საწებელი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. შემდეგ თავი დაახურეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ.
- 1 კილოგრამი ჭარხალი
- 1/2 ჩაის ჭიქა ტემლის საწებელი
- 1 კონა მწვანილი
- გემოვნებით – მარილი, პიმპილი და წიწაკა