ფენოვანი ხაჭაპური
მასალა:
1 კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30–40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, დავკეცოთ და კიდევ შვდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამედაც. ასეთი ცომი შეიძლება 2–3 დღე შევინახოთ მაცივარში და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ღუმელში ტემპერატურას მოვუკლოთ.
- კვერცხი – 3–4 ცალი
- წყალი – 1 ჩაის ჭიქა
- ძმარი – 3 სადილის კოვზი
- ზეთი – 3 სადილის კოვზი
- ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა
- მარგარინი – 400 გრამი
- ყველი – 1 კილოგრამი
1 კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30–40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, დავკეცოთ და კიდევ შვდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამედაც. ასეთი ცომი შეიძლება 2–3 დღე შევინახოთ მაცივარში და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ღუმელში ტემპერატურას მოვუკლოთ.
აჭარული ხაჭაპური
მასალა:
მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელის ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ცოტა სოდა, გადავაბრუნოთ, რომ სოდა თანაბრად განაწილდეს ცომზე, გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა. ასე გავიმეოროთ სამჯერ. ბოლოს მოვაყაროთ ფქვილი, დავაფაროთ სუფთა ტილო და სითბოში გავაჩეროთ.
სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2–3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად, როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაცხელოთ ღუმელში 2–3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი. მიირთვით გემრიელად.
- 1 ხაჭაპურის ცომისათვის ფქვილი – 100 გრამი
- წყალი (რძე) – 50 გრამი
- საფუარი – 2 გრამი
- ყველის სატენისთვის ყველი – (ხაჭოსთან ერთად) – 75 გრამი
- კვერცი – 1–2 ცალი
- კარაქი – 20 გრამი
მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელის ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ცოტა სოდა, გადავაბრუნოთ, რომ სოდა თანაბრად განაწილდეს ცომზე, გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა. ასე გავიმეოროთ სამჯერ. ბოლოს მოვაყაროთ ფქვილი, დავაფაროთ სუფთა ტილო და სითბოში გავაჩეროთ.
სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2–3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად, როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაცხელოთ ღუმელში 2–3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი. მიირთვით გემრიელად.
ხაჭაპური საფუარიანი ცომისაგან
მასალა:
ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), გავათბოთ, გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცხიმი გავადნოთ და ვზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 1–4 საათით. გაფუების პროცესში ცომი შეიძლება 2–3–ჯერ დავზილოთ.
მოვამზადოთ ყველის სატენი შემდეგნაირად: ყველი დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ ცივი წყალი და დავალბოთ (თუ ყველი მარილიანია). რამდენად მარილიანია ყველი, დალბობის დროც იმის მიხედვით განისაზღვრება. სულ უმარილო, ახალ ყველს დალბობა არ სჭირდება.
ყველი კარგად დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი და ცხიმი. ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი მოყვანილობა, მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ.
ასეთი ხაჭაპურის გამოცხობა შეიძლება კეცში, ღუმელში და ტაფაზე. თუ ხაჭაპურს ღუმელში გამოვაცხობთ, ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული.
- 1 კგ. ფქვილი
- 30–40 გრამი საფუარი
- 2 ჩაის ჭიქა სითხე (წყალი ან რძე)
- 3–4 სუფრის კოვზი (ცომისათვის) + 2 ს/კ (ყველის სატენისთვის) ცხიმი
- 3–4 ცალი (ცომისათვის) + 2–3 ცალი (ყველის სატენისთვის) კვერცხი
- 1 კგ. ყველი
ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), გავათბოთ, გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცხიმი გავადნოთ და ვზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 1–4 საათით. გაფუების პროცესში ცომი შეიძლება 2–3–ჯერ დავზილოთ.
მოვამზადოთ ყველის სატენი შემდეგნაირად: ყველი დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ ცივი წყალი და დავალბოთ (თუ ყველი მარილიანია). რამდენად მარილიანია ყველი, დალბობის დროც იმის მიხედვით განისაზღვრება. სულ უმარილო, ახალ ყველს დალბობა არ სჭირდება.
ყველი კარგად დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი და ცხიმი. ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი მოყვანილობა, მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ.
ასეთი ხაჭაპურის გამოცხობა შეიძლება კეცში, ღუმელში და ტაფაზე. თუ ხაჭაპურს ღუმელში გამოვაცხობთ, ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული.
პური
პური
საფუარი იყრება საცხობის კონტეინერში და შემდგომ ემატება ინგრედიენტები თანმიმდევრობით. ცხობის რეჟიმია: ძირითადი, XL.
გარდა იმისა, რომ პური გამოდის უგემრიელესი, მასში ქატოს დამატება პურს სძენს სამკურნალო თვისებებს – ქატო ძალიან ეფექტური საშუალებაა შეკრულობისათვის.
გაითვალისწინეთ!
ქატო უნდა იყოს სუფთად აღებული, საკვებად ვარგისი!
ქატო შეგიძლიათ შეიძინოთ პურის ქარხანაში ან რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურებში.
- რუხი ფქვილი – 120 გრ
- თეთრი ფქვილი – 350 გრ
- ქატო- 65 გრ
- მარილი – 2 ჩ/კ
- შაქარი – 1 ჩ/კ
- არაჟანი – 2 ს/კ
- მჭლე ლორი – 100 გრ (სურვილის მიხედვვით)
- ქინძი – 0,5 ჩ/კ
- ძირა – 0,5 ჩ/კ
- მშრალი საფუარი – 2ჩ/კ
- წყალი – 330 მლ
საფუარი იყრება საცხობის კონტეინერში და შემდგომ ემატება ინგრედიენტები თანმიმდევრობით. ცხობის რეჟიმია: ძირითადი, XL.
გარდა იმისა, რომ პური გამოდის უგემრიელესი, მასში ქატოს დამატება პურს სძენს სამკურნალო თვისებებს – ქატო ძალიან ეფექტური საშუალებაა შეკრულობისათვის.
გაითვალისწინეთ!
ქატო უნდა იყოს სუფთად აღებული, საკვებად ვარგისი!
ქატო შეგიძლიათ შეიძინოთ პურის ქარხანაში ან რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურებში.
პიცა
მასალა 4 ულუფისთვის
ცომისთვის:
შესაბამისი ინგრედიენტებით მოზილეთ ცომი, შეფუთეთ და ამოსასვლელად დადგით თბილ ადგილას. ამოსული ცომი ოდნავ ზეთიანი ხელით ისევ ჩაზილეთ და კვლავ შეფუთეთ. შემდეგ ამოფუებული ცომი დააგუნდავეთ. ოთხივე გუნდა იმის შესაბამისად გააბრტყელეთ, თუ როგორი ფორმის პიცას აცხობთ – მრგვალს თუ მართკუთხედს.
ცალკე დაჭერით სოკო და ტკბილი წიწაკა. გაბრტყელებული ცომი სახლის პირობებში გადაიტანეთ ოდნავ ზეთმოსხმულ საცხობ ფირფიტაზე და გადაუსვით პამიდვრის საწებელი; ზემოდან თანაბრად მოაყარეთ გახეხილი ყველი; შემდეგ დაალაგეთ მრგვლად დაჭრილი სალამი; ბოლო ფენად მოაყარეთ დაჭრილი წიწაკა, სოკო და იტალიური სუნელი – ორეგანო; ოდნავ მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი და შედგით 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით გამოსაცხობად.
ცომისთვის:
- 300 გ. ფქვილი
- 15 გ. საფუარი
- 250 მლ. თბილი წყალი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 250 გ. პამიდვრის სოუსი
- 100 გ. სალამი
- 100 გ. მოცარელა
- 2 ცალი ტკბილი წიწაკა
- 2 ცალი ქამა სოკო
- 1/2 ჩ.კ. ხმელი ორეგანო
შესაბამისი ინგრედიენტებით მოზილეთ ცომი, შეფუთეთ და ამოსასვლელად დადგით თბილ ადგილას. ამოსული ცომი ოდნავ ზეთიანი ხელით ისევ ჩაზილეთ და კვლავ შეფუთეთ. შემდეგ ამოფუებული ცომი დააგუნდავეთ. ოთხივე გუნდა იმის შესაბამისად გააბრტყელეთ, თუ როგორი ფორმის პიცას აცხობთ – მრგვალს თუ მართკუთხედს.
ცალკე დაჭერით სოკო და ტკბილი წიწაკა. გაბრტყელებული ცომი სახლის პირობებში გადაიტანეთ ოდნავ ზეთმოსხმულ საცხობ ფირფიტაზე და გადაუსვით პამიდვრის საწებელი; ზემოდან თანაბრად მოაყარეთ გახეხილი ყველი; შემდეგ დაალაგეთ მრგვლად დაჭრილი სალამი; ბოლო ფენად მოაყარეთ დაჭრილი წიწაკა, სოკო და იტალიური სუნელი – ორეგანო; ოდნავ მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი და შედგით 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით გამოსაცხობად.
ლაზანია რიკოტათი
მასალა 6 ულუფისთვის:
2) ცალკე თასში აურიეთ რიკოტა გახეხილ პარმეზანთან ერთად და თუ ეს ნარევი ძალიან მშრალი მოგეჩვენათ, დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღები (მაქსიმუმ 200 გრამი).
მოხარშული ლაზანია შეაზავეთ მარილით, პილპილით, მუსკატის კაკლით და დროებით გადადგით.
3) ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი; დაუმატეთ ხახვი, ნიორი და შუშეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი თავისი წვენით და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. მიღებულ სოუსს დაუმატეთ წყალში გახსნილი ტომატ-პასტა და კვლავ ადუღეთ 1 წუთით. ბოლოს შეაზავეთ მარილით, პილპილით და დროებით გადადგით.
4) წინასწარ მომზადებული ორი ჭიქა თეთრი სოუსი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს, გახეხილ პარმეზანს და დროებით გადადეთ.
ლაზანიას ფენა (3 ფირფიტა) მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, ზემოდან გადაუსვით რიკოტათი და პარმეზანით მომზადებული გულსართის 1/3, მოაყარეთ დაჭრილი რეჰანის 1/3, მოასხით პამიდვრის სოუსის 1/3. აღნიშნული პროცედურა თანმიმდევრობით გაიმეორეთ სამჯერ. ბოლოს კერძს ზემოდან ცომის მეორე ფენა გადააფარეთ. ზედაპირს მოასხით უკვე მომზადებული თეთრი სოუსი.
თასში ერთმანეთს შეურიეთ ცოტაოდენი საფანელი, წიფლის წიწიბო და ორი სადილის კოვზი გახეხილი ყველი. ეს ნაზავი თანაბრად მოაყარეთ ლაზანიას ზედაპირს და შედგით კარგად გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით, ზედაპირის ოქროსფრად შეფერილობამდე.
მზა ლაზანია ღუმლიდან გამოიღეთ და ექვს თანაბარ ნაჭრად დაჭერით.
- 1 ს.კ. მსხვილი მარილი
- 6 ცალი ლაზანიას ფირფიტა*
- 750 გ. რიკოტა*
- 100 გ. გახეხილი პარმეზანი
- 200 გ. ნაღები
- მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 2 თავი დაჭრილი ხახვი
- 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
- 2 ცალი დაჭრილი წვნიანი პამიდორი
- 1 ს.კ. ტომატ-პასტა
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 2 ჩ.ჭ. თეთრი სოუსი*
- 2 ცალი ათქვეფილი კვერცხი
- 1/3 ჩ.ჭ. გახეხილი პარმეზანი
- 3 ს.კ. წიფლის დაჭრილი წიწიბო
- 1/2 ჩ.ჭ. დაჭრილი ნედლი რეჰანი
- 2 ს.კ. გახეხილი ყველი
- საფანელი
- კარაქი ღუმლისთვის